Tuesday, June 21, 2016

პროექტის მეცხრე დღე

 პროექტის მეცხრე დღეს  განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები. შევქმენი გაზეთის ფასილიტატორი- რაც დაეხმარება მოსწავლეებს გაზეთის შექმნაში.
   ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი პროექტის საქაღალდე და გავაკეტეთ პრეზენტაცია .
  ეს ტრენინგი დამეხმარება  სასწავლო პროცესების უკეთ დაგეგმაში. გამოვიმუშავე პროექტისათვის საჭირო უნარ- ჩვევები.
 მიუხედავად იმისა , რომ  პროექტი მასწავლებლებისგან და მოსწავლეებისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს მისი როლი დიდია თანამედროვე სწავლა- სწავლების  საკითხებში.
 ტრენინგმა გაამართლა ჩემი  მოლოდინები....დიდი მადლობა მოდულის ავტორებს და ტრენერს!

Monday, June 20, 2016

ტრენინგის მერვე დღე

  ტრენინგის მერვე დღეს განვიხილეთ შეფასების რუბრიკები, ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლებისთვის საჭირო აქტივობის ბარათებზე, შევქმენი ტესტები, კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმის ჩეკლისტს.
  დავალება - სასწავლო პროცედურების დაწერა.
  დიდი მადლობა!

Friday, June 17, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

   ტრენინგის მეშვიდე დღეს ვისწავლეთ სასწავლო პროექტის შეფასება. ჩვენი პროექტისთვის შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები,ვიმუშავეთ შეფასების მოკლე მონახაზზე. დავათვალიერეთ მოსწავლეთა სხვადასხვა ნიმუში შეფასების რუბრუკისა.
    დავალება მოგვეცა - მოსწავლის გაზეთის შეფასება, ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა. ტესტის შექმნა  და მისი შეფასების რუბრიკა. გავეცანით სხვადასხვა სახის რუბრიკების საიტს.
     მადლობა საინტერესო დღისთვის!

Wednesday, June 15, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით ინფორმაციის ატვირთვას ბლოგზე. ავტვირთეთ ბუკლეტი და პრეზენტაცია.
ვნახეთ მოსწავლის ნიმუშები სხვადასხვა პროექტისა.
დავიწყეთ პროექტის გაზეთის შექმნა მოსწავლის როლიდან.

სურათი

უძველესი ნახატი -საქართველო

პროექტის პრეზენტაცია

"უძველესი ადამიანები და კედლის მხატვრობა"https://drive.google.com/file/d/0B-R1VCCgZbpKc2pyWHRrbDA1aVE/view?usp=sharing

Tuesday, June 14, 2016

ბუკლეტი

''უძველესი ადამიანები და კედლის მხატვრობა"

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციები, მივეცით კოლეგებს ეფექტური  უკუკავშირი.
 ვისწავლეთ ინტერვეტიდან მოძიებული მასალის საავტორო უფლების დაცვის მიზნით ავტორის მითითება და სათანადო ადგილზე განთავსება.
ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შერჩევა, ახალი გაჯეტების შექმნა.
მადლობა დღევანდელი დღისთვის ტრენერს.

Sunday, June 12, 2016

პროექტის მეოთხე დღე

პროექტის მეოთხე დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი.
მოსწავლეების საჭიროების დადგენის მიზნით შევარჩიეთ შეფასების  მეთოდები : ვიცი-მინდა ვიცოდე- ვისწავლე.
ვიმუშავე პრეზენტაციაზე.

Sunday, June 5, 2016

ტრენინგის მეორე დღე




   ტრენინგის მეორე დღის თემა იყო:პუბლიკაციის მომზადება პროექტის სწავლების თემაზე.
    გავეცანი გამოცემის მომზადების ჩეკილისტს,პროექტის ბუკლეტის შაბლონებს, ამოვარჩიე ჩემთვის მისაღები და გავაკეთე ბუკლეტი ჩემ მიერ არჩეულ თემაზე. ბლოგზე ვისწავლე სურათებისა და ვიდეოების ატვირთვა.    
















Saturday, June 4, 2016

ტრენინგის პირველი დღე

ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი პროექტის სწავლების ძირითად საკითხებს. ყურადღება გამახვილდა პროექტის სახელმძღვანელოზე მუშაობის საკითხებზე, მოდულის 9 დღიანი კურსის მოკლე ანალიზზე.
  შევქმენი საქაღალდე, გავეცანი ჩეკილისტს, პროექტის გეგმის შაბლონს, 21-ე საუკუნის უნარებს. გავეცანი საკითხებს იმის სშესახებ  თუ როგორ განვათავსოთპორტფოლიოში მოწესრიგებულად  ესა თუ ის დოკუმენტი.
  საინტერესო იყო ბლოგის შექმნა და მასზე მუშაობის შესწავლა.